სოფლის მეურნეობის მინისტრის ლევან დავითაშვილის განცხადებით, სიტუაცია მარნეულის მუნიციპალიტეტში, რომელიც პროდუქტებით ვაჭრობას ეხებოდა, დარეგულირებულია.
დავითაშვილის განმარტებით, სიტუაციის დასარეგულირებლად კომუნიკაცია შედგა როგორც გამყიდველებთან, ისე მყიდველებთანაც.
"ქვემო-ქართლში გვქონდა რამდენიმე დღის წინ გარკვეული უთანხმოებები მოსახლეობასთან. ეს პრობლემები დარეგულირდა სახელმწიფოს კომუნიკაციით და ჩარევით ადგილობრივ მწარმოებლებთან. მოხდა დაკავშირება მყიდველებსა და გამყიდველებს შორის და მოხდა ასევე სპეციალური ფორმატის მოწყობა საბითუმო ბაზრის სახით მარნეულის მუნიციპალიტეტში. დანარჩენ მუნიციპალიტეტებში აგრარული ბაზრების აღდგენა ეტაპობრივად მოხდება" - აღნიშნა დავითაშვილმა.