მარნეულის გამშვებ პუნქტთან მოქალაქეების ნაკადმა იკლო. ის ადამიანები, რომლების დღეს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შედიან ადგილზე მყოფი მედიკოსების მიერ სპეციალურ შემოწმებას გადიან. კერძოდ მათ უზომავენ ტემპერატურას, ხოლო ავტოსატრანსპორტო საშუალებებს დეზინფექცია უტარდება.
ადგილზე კვლავ რჩებიან ჯარისკაცებიც. ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის, შოთა რეხვიაშვილის განცხადებით, სპეციალური ჯგუფები დღეს მთელი დღის განმავლობაში მარნეულის მოსახლეობას ვირუსთან და კარანტინთან დაკავშირებით საჭირო ინფორმაციას მიაწვდიან. გარდა ამისა, რეხვიაშვილის თქმით, იმ უბნებში, სადაც ინფიცირებულ პაციენტს მოქალაქეებთან კონტაქტი ჰქონდა, პირველადი შემოწმებები ჩატარდება.
"დაახლოებით 50-ზე მეტია ჯგუფია, რომლებიც ელოდებიან შესაბამის ეკიპირებას და ინსტრუქციას, რომ გავიდნენ იმ უბანზე, სადაც გადაუდებლად აუცილებელია შემოწმების ჩატარება. ყველა შემოვლითი გზა გაკონტროლებულია და მარნეულში გაუკონტროლებლად ვერავინ ვერ შევა და ვერავინ ვერ გამოვა", - განაცხადა რეხვიაშვილმა.
ადგილობრივები "ფორმულასთან" საუბარში ამბობენ, რომ ქალაქში პანიკა არ არის, თუმცა არსებობს ინფორმაციის ნაკლებობა. მათივე თქმით, მუნიციპალიტეტის ქუჩებში პოლიცია და ჯარი გადაადგილდება. გარდა ამისა, მოსახლეობა პირბადეებისა და სპორტის დეფიციტზე საუბრობს.
შეგახსენებთ, რომ გუშინ პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით მარნეულსა და ბოლნისში მკაცრი კარანტინი გამოცხადდა. ამის მიზეზი კორონავირუსის გავრცელების პრევენცია გახდა. აგილზე ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც დადგინდა, რომ ერთ-ერთ მოქალაქეს, რომელსაც კორონავურუსი დაუდგინდა, ბევრ ადამიანთან ჰქონდა კავშირი.
დღეს მარნეულში საველე ჰოსპიტალიც მოეწყო.