მარტვილში, მე-2 საარჩევნო უბანზე, ფორმულას ჟურნალისტ ნანო ჩაკვეტაძეს თავს დაესხნენ. ადგილზე ფიზიკურ და სიტყვიერ დაპირისპირებას ჰქონდა ადგილი.
კერძოდ, დაპირისპირებაში მონაწილეობდა ქართული ოცნების მაჟორიტარობის დამარცხებული კანდიდატი დავით ბარამია. ბარამია გადაეფარა ქართული ოცნების კოორდინატორს, რომელიც მანქანაში, სავარაუდოდ, მალავდა ამომრჩევლების სიებს.
გარდა ამისა, ადგილზე მობილიზებული არიან ე.წ. ძველი ბიჭები. ფორმულას ჟურნალისტმა ადგილზე პოლიციაც გამოიძახა.
აღსანიშნავია, რომ ეს არ არის ჟურნალისტებზე თავდასხმის პირველი შემთხვევა. დღეს დილიდან სხვადასხვა რეგიონში ფორმულას ჟურნალისტებს საარჩევნო უბნებზე თავს ესხმიან. ინფორმაცია სხვა მედიების წარმომადგენლებზე თავდასხმის შესახებაც ვრცელდება.