მარტყოფის მამათა მონასტერი სრულ კარანტინშია, სადაც დაახლოებით 70 ადამიანი იმყოფება.
კარანტინში სამონასტრო კომპლექსის წინამძღვარიც იმყოფება. 11 აპრილს მასთან წყნეთის მკვიდრი იმყოფებოდა, რომელსაც რამდენიმე დღის წინ კორონავირუსი დაუდასტურდა.
„სადღაც 11 რიცხვში იყო ამოსული მრევლი. მანდილოსანს წინამძღვართან ჰქონდა გასაუბრება. ქალს დაუდასტურდა ვირუსი. დარეკა მღვდელმთავართან, მღდელმთავარმა კი წინამძღვარს უთხრა, რომ 2 კვირის მანძილზე აღსარებების მიღება, წირვაზე დგომა და ხალხთან ურთიერთობა ეკრძალება. ჩაიკეტა მონასტერიც. არავის არ აქვს დადგენილი, სიცხეც არ აღენიშნებათ. მონასტერს დეზინფექცია ჩაუტარდა“, - განაცხადა მარტყოფის მამათა მონასტრის მღვდელმსახურმა.
მარტყოფის მამათა მონასტერი არის მეოთხე ეკლესია, რომელიც დაიხურა კორონავირუსის გამო.