გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ მარტყოფის მე-2 საჯარო სკოლის 9 მასწავლებელს კორონავირუსი დაუდასტურდა.
როგორც ფორმულას სკოლაში განუცხადეს, ასევე ინფიცირებულია ორი მოსწავლეც. მათივე ცნობით, სწავლა დისტანციურ რეჟიმში გაგრძელდება.
საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსის 21 208 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 9 003 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 172 კი გარდაიცვალა.