logo
ENG



მარტყოფში ქმარმა ცოლი დაჭრა, შემდეგ დაზიანებები მიიყენა და გარდაიცვალა

05 დეკ 202116:20
3 წუთის საკითხავი
 

მარტყოფში კაცმა ცოლი დაჭრა, შემდეგ დაზიანებები მიიყენა და გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, მომხდარის შემდეგ კაცს გულის შეტევა დაემართა და გარდაცვალება, სავარაუდოდ, ამან გამოიწვია. სიკვდილის მიზეზს ექსპერტიზა დაადგენს.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ფორმულას უთხრეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.


close დახურვა