ამერიკელმა მილიარდერმა ილონ მასკმა გადაწყვიტა, რომ SpaceX უკრაინაში Starlink-ის სისტემის დაფინანსებას კვლავ გააგრძელებს, მიუხედავად იმისა, რომ კომპანია შემოსავლებს კარგავს.
"ჯანდაბას... მიუხედავად იმისა, რომ Starlink-ი ჯერ კიდევ კარგავს შემოსავლებს, ხოლო სხვა კომპანიები მილიარდებს იღებენ გადასახადების გადამხდელებისგან, ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის მთავრობის უფასოდ დაფინანსებას", - წერს მასკი Twitter-ზე.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ილონ მასკი უკრაინას სატელიტურ ინტერნეტ Starlink-ს უფასოდ აღარ მიაწვდიდა.