logo
ENG



მაშველებმა სტეფანწმინდაში ჩინეთის მოქალაქე გადაარჩინეს

23 დეკ 201918:29
3 წუთის საკითხავი
 
uk4yqn5bepq3q1z.jpg

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მაშველებმა სტეფანწმინდაში ჩინეთის მოქალაქე გადაარჩინეს.

ჩინეთის მოქალაქე, რომელსაც მაშველების დახმარება ესაჭიროებოდა, სტეფანწმინდაში ყუროს მთაზე იმყოფებოდა.

დაშავებული ტურისტის დასახმარებლად ოპერაციაში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური და განსაკუთრებულ სიტუაციაზე რეაგირების მთავარი სამმართველო ჯგუფი ჩაერთო.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა დროულად მოახერხეს ზღვის დონიდან 2500 მეტრის სიმაღლეზე დაშავებული ტურისტის პოვნა და ამოყვანა, 100 მეტრის სიმაღლის ხევიდან.

30 წლის ჩინეთის მოქალაქე მაშველების მიერ გადაყვანილია უსაფრთხო ადგილას, სადაც მას სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა, შესაბამისი დახმარება აღმოუჩინა.

ტურისტის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.


close დახურვა