logo
ENG



მაჩალიკაშვილი: ველოდები რამდენ შეცდომას დაუშვებს ხელისუფლება

07 ნოე 201920:47
3 წუთის საკითხავი
 
k7it692kl4e8czz.jpg

გადაცემაში „პოლიტიკის ფორმულა“ თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ მალხაზ მაჩალიკაშვილმა განაცხადა, რომ თემირლანის საქმეს ხელისუფლება გადაყვება.

„როგორც ესენი ელოდებიან, რომ მაჩალიკაშვილი შეცდომას დაუშვებს. თითქმის ორი წლის განმავლობაში მეც ველოდები რამდენ შეცდომას დაუშვებს სახელმწიფოს უსაფრთხოების სამსახური და დღევანდელი ხელისუფლება. მაჩალიკაშვილი კი არ უშვებს შეცდომას, არამედ შეცდომაზე შეცდომას უშვებს სახელმწიფო, ხელისუფლება და უსაფრთხოების სამსახური. გარანტიას ვიძლევი, რომ თემირლანის საქმეს ეს ხელისუფლება გადაყვება,“ - განაცხადა მაჩალიკაშვილმა.  


close დახურვა