მახინჯაურში ქვეითად მოსიარულეებს მანქანა დაეჯახა. როგორც "ფორმულას" შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, მანქანა 6 ადამიანს დაეჯახა, მათგან 3 დაიღუპა. დაღუპულები ერთი ოჯახის წევრები არიან, მათ შორის ერთ-ერთი არასრულწლოვანია.
უწყების ცნობით, მძღოლი დაკავებულია. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.