logo
ENG



მგელი, რომელსაც ალკოჰოლს ძალით ასმევდნენ, თავშესაფარში გადაიყვანეს, კაცი დაჯარიმდება

15 სექ 202119:00
3 წუთის საკითხავი
 
2021/09/15/ztqum84sz3npglt.jpg

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, დატყვევებული მგელი, რომელსაც ალკოჰოლს ძალით ასმევდნენ, თავშესაფარში გადაიყვანეს, კაცი კი დაჯარიმდება.

ვიდეო Facebook-ზე გუშინ, 14 სექტემბერს გავრცელდა. კადრებში ჩანს, რომ რამდენიმე კაცი დაბმულ მგელს ალკოჰოლს პირში ასხამს.

"მოქალაქეს, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ბებნისში, მგელი საკუთრებაში არსებული საკალმახის ტერიტორიაზე რამდენიმე წლის განმავლობაში ჰყავდა დატყვევებული.

აღმოსავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, სამართალდამრღვევის მიმართ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმები ორი მუხლით შეადგინეს, რაც ცხოველისადმი არასათანადო მოპყრობას და გარეული ცხოველის უკანონოდ დატყვევებას გულისხმობს. აღნიშნული მუხლები ითვალისწინებს 100-დან 500 ლარამდე და 1 000-ლარიან ჯარიმას, ასევე ცხოველის კონფისკაციას", - ნათქვამია განცხადებაში.

მათივე ინფორმაციით, მგელი ცხვარიჭამიაში მდებარე ცხოველთა თავშესაფარშია გადაყვანილი.


close დახურვა