logo
ENG



ქაქუცა ადამიანები

28 ნოე 202119:34
3 წუთის საკითხავი
clock 391

გასულ კვირას საქართველომ ყურადღება არა უარყოფითი ამბით, არამედ სატელევიზიო ეთერში ტელეკომპანია კავკასიის კატის სახელად ქაქუცას გამოჩენით მიიპყრო. სასაცილო ვიდეომ არა მხოლოდ ქართული მედია თუ ინტერნეტ სივრცე მოიცვა, ამ მასშტაბსაც გაცდა და უცხოური მედიის ყურადღებაც დაიმსახურა. ზოგადად, შინაური ცხოველების მიმართ დამოკიდებულება, წლების განმავლობაში საგრძნობლად გაუმჯობესდა. რაც მეტი დრო გადის, მით მეტ ადამიანს მიჰყავს ცხოველი სახლში. მით მეტ ადამიანს დაჰყავს შინაური ცხოველი სამსახურში და მათი ადაპტაცია ნელ-ნელა წინ მიიწევს, თუმცა ეს, საერთო ჯამში, ერთეული შემთხვევებია და საერთო სურათი, სამწუხაროდ, რთულად იცვლება.


close დახურვა