logo
ENG



მდინარაძე: ბოლო პერიოდში პრეზიდენტი არის უკიდურესად ტენდენციური

28 მარ 202313:54
3 წუთის საკითხავი
 
მდინარაძე: ბოლო პერიოდში პრეზიდენტი არის უკიდურესად ტენდენციური
ფოტო: ვახო ქარელი/ფორმულა

ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე ფიქრობს, რომ პრეზიდენტი "ბოლო პერიოდში უკიდურესად ტენდენციურია". 

ის გამოეხმაურა გუშინ, 27მარტს სალომე ზურაბიშვილის მიერ გამართულ ბრიფინგს, სადაც პრეზიდენტი ბოლო პერიოდში POSTV-ის პროპაგანდისტების მიერ ქალების მიმართ აგორებულ კამპანიას გამოეხმაურა, ხელისუფლება გააკრიტიკა და თქვა, რომ ძალადობისგან გამიჯვნის ნაცვლად, მთავრობა მოძალადეს აგულიანებს.

"ბოლო პერიოდში პრეზიდენტი არის უკიდურესად ტენდენციური. მან გუშინ ჩაატარა ბრიფინგი, რომელიც იყო ძალიან ტენდენციური. ასევე, უკიდურესად ტენდენციურ გამოსვლას ველოდებით პარლამენტში, მაგრამ ჩვენ პატივს ვცემთ ინსტიტუტებს და დიდი ყურადღებით მოვუსმენთ მის თითოეულ სიტყვას. რასაც ობიექტურად იტყვის, ამაზე აუცილებლად ვიტყვით, რომ ობიექტურია, რასაც სუბიექტურად იტყვის, ამასაც აუცილებლად აღვნიშნავთ"- თქვა მდინარაძემ.

სალომე ზურაბიშვილი პარლამენტში მოხსენებით 31 მარტს გამოვა.


close დახურვა