logo
ENG



მდინარაძე: თვითიზოლაციის დარღვევაზე შეიძლება ადმინისტრაციული პატიმრობაც დაწესდეს

17 მარ 202014:20
3 წუთის საკითხავი
 

უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე, პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის განცხადებას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც თვითიზოლაციის პირობების დარღვევაზე ჯარიმები დაწესდება. 

მდინარაძის თქმით, თვითიზოლაციაში მყოფი ადამიანების უმრავლესობა საკითხს პასუხისმგებლობით ეკიდება, თუმცა ფიქსირდება დარღვევები და არაა გამორიცხული, რომ ამ დარღვევებზე ადმინისტრაციული პატიმრობის დაწესებაც მოხდეს.

„დღესვე დაჩქარებული წესით დარეგისტრირდება ინიციატივა, რომლის მიხედვითაც იქნება სავარაუდო ჯარიმა და შესაბამისი სასჯელი იმ ადამიანებისათვის, რომლებიც შეეცდებიან დაარღვიონ კარანტინის ან თვითიზოლაციის წესები და პირობები. ეს ცვლილება სამწუხაროდ საჭირო გახდა იმიტომ, რომ ძალიან ბევრი ადამიანი, უმრავლესობა ვინც თვითიზოლაციაშია, პასუხისმგებლობით ეკიდება ამ საკითხს, მაგრამ არიან გამონაკლისები, რომლებიც ამ წესს არ იცავენ. ჩვენ არ გამოვრიცხავთ ადმინისტრაციული პატიმრობის დაწესებასაც“, -განაცხდა მამუკა მდინარაძემ.


close დახურვა