საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ განაცხადა, რომ სახელმწიფო სტრუქტურები ნებისმიერ უკანონობას დაუპირისპირდებიან კანონით. ამის შესახებ განცხადება მამუკა მდინარაძემ „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.
„ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც უკანონობას სახელმწიფო უპირისპირებს კანონს. სახელმწიფოს ყველა სტრუქტურა, აღმასრულებელი სტრუქტურა და სამართალდამცავი ორგანოები მოიქცევიან კანონის შესაბამისად", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
პარლამენტის წინ აქცია დაახლოებით ოთხი საათია, რაც დაიწყო. შეკრებილი საზოგადოება აქციაზე „ერთად ერთის წინააღმდეგ" მოითხოვს ვადამდელ პროპორციული წესით არჩევნებს, დროებითი მთავრობის დაკომპლექტებასა და ცესკო-ს რეორგანიზაციას.