უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე დიმიტრი ხუდნაძის კანონპროექტს ეხმაურება და აღნიშნავს, რომ მისი მიღების მიზეზი ქვეყანაში არსებული ეპიდსიტუაციაა. თუმცა, არსანიშნავია, რომ კანონში სიტყვა ეპიდემია არსად წერია.
მდინარაძის თქმით, ან საგანგებო მდგომარეობა უნდა გაგრძელდეს, ან კანონში გარკვეული დაზუსტებები უნდა შევიდეს.
„საზოგადოებრივი ჯანდაცვის კანონში ისედაცაა მსგავსი შეზღუდვები და აქამდე ეს არავის გაუპროტესტებია, არ დაჭირვებიათ და ალბათ, იმიტომ. ახლა რამდენიმე არჩევანის წინაშე ვართ. ერთი, ან უნდა გაგრძელდეს საგანგებო მდგომარეობა იმ მინიმალური შეზღუდვებისთვისაც კი, რაც საჭიროა, რომ რისკები არ გაიზარდოს, ან ჩვენ გარკვეული დაზუსტებები უნდა შევიტანოთ, რომ მთავრობას ჰქონდეს ამ მინიმალურ შეზღუდვებთან დაკავშირებით მოქმედების საშუალება, რომ ბოლომდე დაწიონ რისკები. ან უნდა „მივუშვათ“ ეს პროცესი და თუ გვეყოლება ვთქვათ რამდენიმე ასეული ინფიცირებული, ისევ გამოვაცხადოთ საგანგებო მდგომარეობა“, - განაცხადა მდინარაძემ.
ახალი ინიციატივის მიხედვით, რომელიც დიმიტრი ხუნდაძემ მოამზადა და დღეს ბიუროს სხდომაზე უნდა დარეგისტრირდეს, მმართველ გუნდს ქვეყანაში გადაადგილების აკრძალვა ყოველთვის შეეძლება, არ აქვს მნისვნელობა იქნება თუ არა გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობა.
კანონპროექტს დაჩქარებულად განიხილავს პარლამენტი.