logo
ENG



მდინარაძე ბესელიას 7-პუნქტიან ინიციატივაზე: ხშირ შემთხვევაში მისი პოზიციები უსაფუძვლოა

13 დეკ 201914:28
3 წუთის საკითხავი
 
l0kqara5umr4ndq.jpg

ბესელიას 7-პუნქტიან გეგმას შეფასებები მოჰყვა პარლამენტში. დამოუკიდებელი  დეპუტატები ამბობენ, რომ ნებისმეირი გეგმა რომელიც არსებულ სიტუაციას შემოატრიალებს მისაღებია. უმრავლესობაში კი აცხადებენ, რომ ეკა ბესელიას პოზიციები უსაფუძლოა.

როგორც პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა ლევან გოგიჩაიშვილმა განაცხადა, შესაძლოა, არჩეული მოსამართლეების იმპიჩმენტების საკითხი დადგეს.

„ქვეყანა შეთანხმებულია, რომ ეს ხალხი ზედმეტია, რომ ესენი ჯალათები და ადეიშვილის ხალხია. მათ უნდათ რომ იყვნენ მსოამართლეები და ალბათ, პარტიის თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს. ნებისმიერი პროცესი, რომელიც შემოატრიალებს სიტუაციას, მისაღები იქნება. არ გამოვრიცხცავ, რომ იმპიჩმენტები დადგეს. თუ იქნება პარლამენტში ისეტი კონფიგურაცია, რომ მოხდეს შეთანხმება მათ იმპიჩმენტებზე. გამოსაყრელი ხალხია, საკუთარი თავისა და სხვისი ინტერესების გამო არიან იქ“, - განაცხადა გოგიჩაიშვილმა.

უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე კი აცხადებს, რომ ეკა ბესელიას საკუთარი პოზიცია აქვს, მაგრამ ხშირ შემთხვევაში უსაფუძვლო.

„ეს ქალბატონი ეკას პოზიციაა. ვისმენთ მის პოზიციებს, მაგრამ ხშირ შემთხვევაში არ ვეთანხმებით, რადგან უსაფუძვლოა. ჩვენი პოლიტიკური დებატები გაგრძელდება. სასამრთლოს თავის დღის წესრიგი აქვს. თქვენ იცით, რომ შეფასებები იყო საკმაოდ მაღალი მთ შორის ავტორიტეტული კვლევების მიერ. უნდა ვიფიქროთ, რომ სასამართლომ იმუშაოს დამოუკიდებლად“, - განაცხადა მდინარაძემ. 

ეკა ბესელიამ 7-პუნქტიანი გეგმა წარადგინა, რომელიც დეპუტატის თქმით, სასწრაფოდ უნდა შესრულდეს და გამოსავალია იმ კრიზისული ვითარებიდან, რაც ქვეყანაში მოსამართლეთა სკანდალურად დამტკიცების შედეგად შეიქმნა. მმართველი გუნდის ყოფილი წევრი, მიიჩნევს რომ ახალი მოსამართლეების შერჩევის პროცესი სასწრაფოდ უნდა შეჩერდეს. ბესელიას გეგმა სამომავლო ქმედებებსაც ითვალისწინებს და კონსტიტუციაში მოსამართლეთა უვადოდ გამწესების ჩანაწერის გაუქმებას გულისხმობს. დეპუტატმა მედიას მის მიერ შემუშავებული გეგმა მედიას პარლამენტში, საგანგებო ბრიფინგზე წარუდგინა. 

საქართველოს პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს 14 უვადო მოსამართლე დაამტკიცა, აქედან 2 მოქმედი მოსამართლეა. პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა თამარ ალანიას, შოთა გეწაძის, პაატა სილაგაძის, ლაშა ქოჩიაშვილისა და გოჩა ჯეირანაშვილის კანდიდატურას.

შეგახსენებთ, რომ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კადნდიდატობის 20-კაციანი სია გადაუგზავნა. კანდიდატებმა პარლამენტის იურიდიულ კომიტეტის სხდომაზე უკვე უპასუხეს პარლამენტის დეპუტატის კითხვებს. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრები, საზოგადოების ნაწილი და ოპოზიციური პარტიების უმეტესობა თვლიან, რომ კანდიდატების უმეტესობა ე.წ. ჩინჩალაძე-მურუსიძის კლანის წევრები არიან და ხელისუფლებას 20-კაციანი სიით სასამართლოს ხელისუფლების მთლიანად მიტაცება სურს.

 


close დახურვა