logo
ENG



მდინარაძე ელისაშვილ-იოსელიანზე: პოლიტპატიმრებზე მოკლედ მოვუჭერით და საერთოდ არ ველაპარაკეთ

22 იან 202114:06
3 წუთის საკითხავი
 

ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ ალეკო ელისაშვილთან და ლევან იოსელიანთან შეხვედრაზე მან და თალაკვაძემ პოლიტპატიმრების თემაზე "საერთოდ არ ისაუბრეს".

როგორც მდინარაძემ ჟურნალისტებს უთხრა, რამდენჯერმე წამოიჭრა ეს თემა და მათ "მოკლედ მოუჭრეს".

"პირდაპირ გეტყვით - პოლიტპატიმრების თემაზე მოკლედ მოვუჭერით და საერთოდ არ ველაპარაკეთ, აი, პირდაპირ, ყოველგვარი მიკიბვ-მოკიბვის გარეშე გეუბნებით, პოლიტპატიმრების საკითხის შემობრუნება სცადეს ორჯერ თუ სამჯერ, ჩვენ მათ ამ თემაზე არ ვესაუბრეთ", - თქვა მდინარაძემ.

მისივე განცხადებით, პარლამენტი არ არის ადგილი, სადაც პატიმრებზე და მათ გათავისუფლებაზე უნდა ისაუბრონ და "პოლიტპატიმარი" არ არის ის სიტყვა, რომელიც დღევანდელ მოცემულობასთან რელევანტურია.

თავის მხრივ, ელისაშვილმა შეხვედრის შემდეგ თქვა, რომ მან და ლევან იოსელიანმა პოლიტპატიმრების საკითხი "პრინციპულად დასვეს", თან რამდენჯერმე.

ელისაშვილმა გუშინ, 21 იანვარს განაცხადა, რომ ოპოზიციასთან მოლაპარაკებებს წყვეტს და თანახმაა, ქართულ ოცნებას საჯაროდ შეხვდეს. ელისაშვილი და იოსელიანი პარლამენტში დღეს, 22 იანვარს მივიდნენ და არჩილ თალაკვაძესა და მამუკა მდინარაძეს შეხვდნენ. ელისაშვილი ამტკიცებს, რომ შეხვედრა თალაკვაძემ შესთავაზა.


close დახურვა