logo
ENG



მე ჩავუდე იარაღი გიორგი რურუას - აქტივისტები პოლიციელების ფოტოებს ქალაქში აკრავენ

23 იან 202012:30
3 წუთის საკითხავი
 

რუსთაველის გამზირზე მოძრაობა "სირცხვილია" საპროტესტო აქციას მართავს.

აქტივისტები "მთავარი არხის" ერთ-ერთი მეწილის, გიორგი რურუას უკანონო პატიმრობას აპროტესტებენ. მოძრაობა "სირცხვილიას" წევრები ამბობენ, რომ რურუას პოლიციამ იარაღი ჩაუდო.

ისინი მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე იმ პოლიციელების ფოტოებს აკრავენ, რომლებმაც რურუა დააკავეს. საქმე ეხება 5 პოლიციელს. გაკრულ ფოტოებზე პოლიციელების სახელები და გვარებიც წერია. გარდა ამისა, არის წარწერა: "მე ჩავუდე იარაღი გიორგი რურუას". 

„ძირითადად ხდება აქცენტირება იმ ადამიანებზე, ვინც გასცემს დანაშაულებრივ ბრძანებებს, მაგრამ ეს პრაქტიკა გვინდა აღმოვფხვრათ. ამ პოლიციელებმა იცოდნენ და გამიზნულად ჩაუდეს გიორგი რურუას იარაღი. ვეცდებით ასეთი პლაკატები მთელს ქალაქში განვათავსოთ“, - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

შეგახსენებთ, რომ გიორგი რურუა პოლიციამ იარაღის შენახვის გამო დააკავა. დაცვის მხარე ამტკიცებს, რომ რურუას იარაღი ჩაუდეს. 

 

 


close დახურვა