logo
ENG



მეარაყიშვილის ცნობით, ოკუპირებულ ცხინვალში კორონავირუსი დედა-შვილს დაუდასტურდა

06 მაი 202018:48
3 წუთის საკითხავი
 
wsf6a416cl4cz6e.jpg

სამოქალაქო აქტივისტი თამარ მეარაყიშვილი „ფორმულასთან“ საუბარში აცხადებს, რომ ოკუპირებულ ცხინვალში კორონავირუსით უკვე სამი ადამიანია ინფიცირებული.

მამაკაცის შემდეგ, კორონა დედა-შვილს დაუდასტურდათ. 

„დედა-შვილი სამკურნალოდ ვლადიკავკაზში იყვნენ და აქ ჩამოსვლის შემდეგ მოუვიდათ პასუხები, რომ კორონავირუსით დაინფიცირდნენ“, - აცხადებს მეარაყიშვილი.

შეგახსენებთ, რომ ოკუპირებულ ცხინვალში კოვიდ 19-ით ინფიცირების პირველი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა - ინფიცირებული კარანტინში იმყოფებოდა და ახლაც იზოლაციაში რჩება.

გავრცელებული ცნობით, კოვიდ 19  ჩრდილო ოსეთიდან დაბრუნებულ მამაკაცს აღმოაჩნდა. ანალიზი ჩაუტარდათ იმ ადამიანებსაც, რომლებიც ავადმყოფთან ერთად საკარანტინე ზონაში იმყოფებოდნენ. მათი პასუხები ჯერ უცნობია.


close დახურვა