logo
ENG



მედვედევი: კიევის კონტრშეტევა რომ წარმატებული იყოს, ბირთვული იარაღის გამოყენება მოგვიწევდა

31 ივლ 202315:46
3 წუთის საკითხავი
 
2023/07/31/5snwbd2ippirueu.jpg

რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის, დიმიტრი მედვედევის თქმით, უკრაინის კონტრშეტევა რომ წარმატებული იყოს, რუსეთი ბირთვულ იარაღს გამოიყენებდა.

"რუსი სამხედროები უკრაინის შეიარაღებული ძალების თავდასხმების მოგერიებით, არამხოლოდ თავიანთ ქვეყანას იცავენ, არამედ ხელს უშლიან გლობალური კონფლიქტის გაღვივებას.

თუ წარმოვიდგენთ, რომ NATO-ს მხარდაჭერით მიმდინარე უკრაინელების კონტრშეტევა წარმატებული იყო და მათ ჩვენი მიწის ნაწილი წაგვართვეს, მაშინ რუსეთის პრეზიდენტის ბრძანების წესების შესაბამისად, ჩვენ ბირთვული იარაღის გამოყენება მოგვიწევდა", - წერს Telegram-ზე მედვედევი.

10 ივნისს, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინაში კონტრშეტევის დაწყება დაადასტურა. ამასთან, უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ანა მალიარმა განაცხადა, რომ კონტრშეტევის დაწყებიდან ერთ კვირაში უკრაინელებმა 8 დასახლების გათავისუფლება შეძლეს.


close დახურვა