logo
ENG



მედვედევი: რუსეთს უფლება აქვს ბირთვული იარაღი საჭიროების შემთხვევაში გამოიყენოს

27 სექ 202216:28
3 წუთის საკითხავი
 
2022/09/27/z7rp1x4gq71ezsc.jpg

რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის, დმიტრი მედვედევის განცხადებით, რუსეთს უფლება აქვს ბირთვული იარაღი საჭიროების შემთხვევაში გამოიყენოს.

"კიდევ ერთხელ მინდა შეგახსენოთ - სმენადაქვეითებულთათვის, ვისაც მხოლოდ საკუთარი თავის ესმის. რუსეთს უფლება აქვს ბირთვული იარაღი საჭიროების შემთხვევაში გამოიყენოს. წინასწარ განსაზღვრულ შემთხვევებში. ბირთვული შეკავების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის საფუძვლების მკაცრად დაცვით. თუ ჩვენ ან ჩვენს მოკავშირეებს თავს დაესხმებიან ამ ტიპის იარაღის გამოყენებით. ან თუ ჩვეულებრივი იარაღის გამოყენებით საფრთხე შეექმნება ჩვენს სახელმწიფოს," - თქვა მედვედევმა.

მედვედევი იმედოვნებს, რომ ბირთვული იარაღის გამოყენების შემთხვევაში, NATO ამ ვითარებაში პირდაპირ არ ჩაერევა კონფლიქტში. მისი თქმით, ჩრდილოატლანტიკური ალიანსისთვის ვაშინგტონის, ლონდონისა და ბრიუსელის უსაფრთხოება ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე დაღუპული უკრაინის ბედი.

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა 21 სექტემბერს თქვა, რომ რუსეთს აქვს ბირთვული იარაღი და საფრთხის შემთხვევაში, მზადაა ყველა საშუალება გამოიყენოს. ამასთან დაკავშირებით, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ ევროკავშირმა პუტინის მუქარა ბირთვულ იარაღზე სერიოზულად უნდა მიიღოს.


close დახურვა