logo
ENG



მედვედევის თქმით, თუ შვედეთი და ფინეთი NATO-ში შევლენ, რუსეთს მეტი მოწინააღმდეგე ეყოლება

14 აპრ 202213:35
3 წუთის საკითხავი
 
2022/04/14/ogxmmz8rvgzrqlt.jpg

რუსეთის ყოფილი პრეზიდენტის და უსაფრთხოების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის, დმიტრი მედვედევის თქმით, თუ შვედეთი და ფინეთი NATO-ში გაწევრიანდებიან, რუსეთის მოწინააღმდეგეთა რაოდენობა გაიზრდება. ამის შესახებ ის ტელეგრამში წერს.

"შვედეთი და ფინეთი გამხეცებული სერიოზულობით განიხილავენ NATO-ში გაწევრიანების შესაძლებლობას. თავად ალიანსი მზადაა, ისინი თავისი თეთრი ხელების ქვეშ მიიღოს, უმოკლეს დროში და მინიმალური ბიუროკრატიული პროცედურებით. [...] და რას ნიშნავს ეს? ეს ნიშნავს, რომ რუსეთს უფრო მეტი ოფიციალურად დარეგისტრირებული მოწინააღმდეგე ეყოლება", - წერს მედვედევი.

მისივე თქმით, რუსეთი ამას "ემოციების, ცივი გონებით" უნდა შეხვდეს.

"რამდენი სახელმწიფოა NATO-ში - 30 თუ 32, მთლიანობაში ჩვენთვის არც ისე მნიშვნელოვანია. ორით ნაკლები, ორით მერი, მათი მნიშვნელობითა და მოსახლეობით დიდი განსხვავება არა", - წერს მედვედევი.

ფინეთი NATO-ში გაწევრიანების გადაწყვეტილებას უახლოეს კვირებში მიიღებს. შვედეთის პრემიერმინისტრი, მაგდალენა ანდერსონი აღნიშნავს, რომ მნიშვნელოვანია საფუძვლიანი ანალიზის ჩატარება იმის შესახებ, უნდა გააკეთოს თუ არა განაცხადი.

აქამდე ფინეთი და შვედეთი  უარს ამბობდნენ NATO-ში გაწევრიანებაზე. თუმცა უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ მათ გადაწყვეტილებას გადახედეს.


close დახურვა