რუსული ტელეგრამ-არხების ცნობით, რუსეთში სარატოვის ოლქში, სამხედრო აეროდრომის მიმდებარედ აფეთქებების ხმა ისმოდა, რის შემდეგაც ტერიტორიაზე საჰაერო განგაში გამოცხადდა. BAZA წერს, რომ წინასწარი მონაცემებით, არიან დაშავებულებიც.
რუსული სახელისუფლებო მედიები წერენ, რომ ინციდენტის შესახებ ინფორმაციას სამართალდამცავები ამოწმებენ. მათივე თქმით, მომხდარს ოლქის გუბერნატორი, რომან ბუსარგინი გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ქალაქში საგანგებო მდგომარეობა არ გამოცხადებულა.
ის ევაკუაციის შესახებ ცნობებს ტყუილს უწოდებს და აღნიშნავს, რომ მოსახლეობას "აბსოლუტურად არანაირი საფრთხე არ ემუქრება" - მისი თქმით, ეს ცრუ ინფორმაციაა, რომელიც "შექმნილია ქვეყნის საზღვრებს მიღმა".