logo
ENG



მედია: ფლოიდის მკვლელობაში ბრალდებული ყოფილი პოლიციელი ციხეში დაჭრეს

25 ნოე 202313:52
3 წუთის საკითხავი
 
2023/11/25/t0rg1dce4lsx839.jpg

მინეაპოლისის ყოფილი პოლიციელი, დერეკ შოვინი, რომელიც ჯორჯ ფლოიდის მკვლელობისთვის გაასამართლეს, არიზონას ციხეში მძიმედ დაჭრეს. ინფორმაციას ამერიკული მედია წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

AP-ის ინფორმაციით, 47 წლის კაცი სხვა პატიმარმა დანით დაჭრა. The New York Times ასევე წერს, რომ პოლიციელს თავს დაესხნენ.

ციხეების ბიურომ განცხადებაში დაადასტურა, რომ ქალაქ ტუსონის ფედერალურ ციხეში პარასკევს პატიმარი დაჭრეს. სააგენტოს განცხადებით, თანამშრომლებმა ინციდენტის ლოკალიზება შეძლეს და პატიმრის გადარჩენისთვის შესაბამისი ზომები მიიღეს. პატიმრის ვინაობა არ გასაჯაროებულა.

ინციდენტი მოხდა რამდენიმე დღეში მას შემდეგ, რაც უზენაესმა სასამართლომ უარყო მისი საჩივარი, რომელშიც ის ამტკიცებდნენ, რომ ფლოიდის მკვლელობის საქმის განხილვის დროს სამართლიანი სასამართლო არ მიუღია.

აფროამერიკელი ჯორჯ ფლოიდი მინეაპოლისში დაკავების დროს დაიღუპა. გამვლელების მიერ გადაღებულ კადრებში ჩანს, რომ პოლიციელი დერეკ შოვინი ფეხით კისერზე აჭერდა ფეხს, დანარჩენი სამი პოლიციელი კი ფლოიდს ან აკავებდა ან უბრალოდ უყურებდა. თითქმის ცხრა წუთის განმავლობაში ფლოიდი შველას ითხოვდა და ამბობდა, რომ ვერ სუნთქვადა, თუმცა პოლიციელებმა არაფერი მოიმოქმედეს. ფლოიდი გარდაიცვალა.

კადრებზე აღბეჭდილმა მკვლელობამ აშშ-ში დიდი მღელვარება და საპროტესტო ტალღა გამოიწვია.

მოგვიანებით, შოვინი დამნაშავედ ცნეს ფლოიდის მკვლელობაში და 22 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. 2022 წლის ივლისში მას 20-წლიანი პატიმრობა მიესაჯა ფლოიდის სამოქალაქო უფლებების დარღვევისთვის.


close დახურვა