logo
ENG



მედიაკოალიცია: მოვუწოდებთ ხელისუფლებას, სასწარაფოდ გამოიძიოს მშვილდაძეზე თავდასხმის ფაქტი

27 ივნ 202322:53
3 წუთის საკითხავი
 
2023/06/27/fo9nhbtw0bjksui.jpg

მედიის ადვოკატირების კოალიცია ფორმულას ერთ-ერთ დამფუძნებელზე მიშა მშვილდაძეზე თავდასხმას განცხადებით ეხმაურება და აღნიშნავს, რომ გმობს მომხდარ ფაქტს.

კოალიცია მოუწოდებს ხელისუფლებას, სასწრაფოდ გამოიძიოს მშვილდაძეზე თავდასხმის ფაქტი და დამნაშავე პირები კანონის მთელი სიმკაცრით დროულად დაისაჯონ.

"ქვეყანაში მედიის წარმომადგენლებზე თავდასხმა კვლავ სერიოზულ გამოწვევად რჩება. ხელისუფლების მხრიდან მედიის მიმართ დანაშაულებზე უმოქმედობა, კრიტიკული აზრის მიმართ ანტაგონისტური რიტორიკა თუ მიზანმიმართული დისკრედიტაცია მსგავსი სახის დანაშაულებს კიდევ უფრო ახალისებს.

ჟურნალისტები მნიშვნელოვან როლს თამაშობენ ნებისმიერ დემოკრატიულ ქვეყანაში როგორც ხელისუფლების და, საზოგადოდ, ძალაუფლების მქონეთა მაკონტროლებლები.  ხელისუფლების მიმართ კრიტიკული მედიასაშუალების დამფუძნებელზე თავდასხმა აშკარა მცდელობაა, ჩაახშოს მედიის თავისუფლება და არ მისცეს ჟურნალისტებს საშუალება, თავიანთი პროფესიული მოვალეობა შეასრულონ", - აღნიშნულია მედიაკოალიციის განცხადებაში. 

ფორმულას ერთ-ერთ დამფუძნებელს, მიშა მშვილდაძეს უცნობი პირი თავს დაესხა და ფიზიკურად გაუსწორდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება დაიწყო. 


close დახურვა