logo
ENG



მედიაკოალიცია ხელისუფლებას მოუწოდებს, უზრუნველყონ მედიის წარმომადგენლების უსაფრთხოება

09 აპრ 202115:05
3 წუთის საკითხავი
 
2021/04/09/8rcql90ye9dtd7y.png

კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის ტელეკომპანია ფორმულას თანამშრომლებზე თავდასხმის ფაქტებს ეხმაურება და შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართავს, დაუყოვნებლივ მოხდეს სწრაფი რეაგირება.

მედიაკოალიცია ხელისუფლების წარმომადგენლებს მოუწოდებს, უზრუნველყონ მედიის წარმომადგენლების უსაფრთხოება.

"კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის წევრი ორგანიზაციები კიდევ ერთხელ მოუწოდებენ გადაწყვეტილების მიმღებ უმაღლესი რანგის პირებს, საქართველოს პრემიერ-მინისტრს, პარლამენტის წევრებს, პარტია ქართული ოცნების თავმჯდომარეს, გააკეთონ ღია განცხადებები მედიის მხარდაჭერისათვის და გახშირებული თავდასხმების შესაჩერებლად.

დაუყოვნებლივ მიიღონ პრევენციული ღონისძიებები, მედიის წარმომადგენლების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად", - წერია კოალიციის განცხადებაში. 

ტელეკომპანია ფორმულას თანამშრომლებს თავს დაესხნენ და მათზე ფიზიკურად იძალადეს. შემთხვევა გუშინ. 8 აპრილს მოხდა. ერთ-ერთ მათგანს ფიზიკურად გაუსწორდნენ, მეორეს კი მანქანა დაუმტვრიეს.

მათი ინფორმაციით, თავდასხმა კრიტიკულ მედიასაშუალებაში მუშაობას უკავშირდება. 

ფიზიკურად გაუსწორდნენ მძღოლს, რომლის თქმითაც, თავდამსხმელები სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ და ახსენებდნენ ფორმულას. კიდევ ერთი თანამშრომელი იხსენებს, რომ მანქანაზე მინები, სავარაუდოდ, საქარე მინაზე ფორმულას საშვი ქონის გამო ჩაუმსხვრიეს.  


close დახურვა