logo
ENG



მედიამაგნატი რუპერტ მერდოკი Fox Corporation-სა და News Corp-ში თავმჯდომარის პოსტს ტოვებს

21 სექ 202318:42
3 წუთის საკითხავი
 
2023/09/21/1weqcdl7u6enpmm.jpg

მედიამაგნატი რუპერტ მერდოკი აცხადებს, რომ Fox Corporation-ისა და News Corp-ის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს, ხოლო მისი შვილი ლაკლანი ორივე კომპანიას უხელმძღვანელებს.

თანამშრომლებისთვის მიწერილ წერილში, მერდოკმა აღნიშნა, "ეს არის შესაფერისი დრო ჩემთვის სხვა როლების შესასრულებლად".

92 წლის მერდოკმა Fox News 1995 წელს ჩაუშვა. დღესდღეობით აშშ-ში ის ყველაზე ყურებადი სატელევიზიო არხია.

მერდოკის თქმით, ორივე კომპანიის საპატიო თავმჯდომარის პოსტს ნოემბრის შუაში დაიკავებს.

"ჩვენი კომპანიები, როგორც მე, კარგად არიან. ჩვენი შესაძლებლობები ბევრად აღემატება ჩვენს კომერციულ გამოწვევებს. ყველა მიზეზი გვაქვს ოპტიმისტურად ვიყოთ განწყობილები მომავალი წლების მიმართ - მე ნამდვილად ოპტიმისტი ვარ და ვაპირებ აქვ ვიყო, რათა მათში მონაწილეობა მივიღო", - აღნიშნულია მის წერილში.

გასული წელი Fox-ისთვის მარტივი არ იყო. აპრილში კორპორაცია დათანხმდა, $787,5 მილიონი გადაეხადა კომპანია Dominion-ისთვის, რომელიც ხმის მიცემის მანქანებს აწარმოებს. Dominion-მა ტელეკორპორაციას 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე მისი სიუჟეტების გამო უჩივლა. გარდა ამისა, Fox მსგავს სარჩელს ებრძვის კომპანია Smartmatic-სგან, რომელიც ხმის მიცემის ტექნოლოგიებით არის დაკავებული და გაცილებით მეტ თანხას - $2,7 მილიარდს ითხოვს.

გარდა ამისა, 25 აპრილს ცნობილი გახდა, რომ Fox ყველაზე მაღალი რეიტინგის მქონდე ტელეწამყვან ტაკერ კარლსონს ემშვიდობება.

მერდოკმა გადადგომის შესახებ გადაწყვეტილება აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებამდე ერთი წლით ადრე მიიღო. კონსერვატიულ ტელექსელს მნიშვნელოვანი გავლენა აქვს აშშ-ის პოლიტიკაზე და რესპუბლიკურ კანდიდატებს შორის დებატებსაც ატარებს.


close დახურვა