logo
ENG



მედიის ცნობით, სანკტ-პეტერბურგის საჰაერო სივრცე დროებით დახურული იყო

28 თებ 202313:24
3 წუთის საკითხავი
 

რუსული სამთავრობო მედია Tass-ის ცნობით, სანკტ-პეტერბურგის პულკოვოს აეროპორტის საჰაერო სივრცე დროებით დახურული იყო.

მედიის ინფორმაციით, სანკტ-პეტერბურგის საჰაერო სივრცე 13:20 საათამდე იყო დახურული.

უკრაინული მედია Unian-ის თქმით, სანკტ-პეტერბურგის საჰაერო სივრცე უცნობი ობიექტის შემჩნევის გამო იყო დროებით დახურული. მანამდე, სანკტ-პეტერბურგის მთავრობამ განაცხადა, რომ პულკოვოს აეროპორტმა თვითმფრინავების მიღება და გაგზავნა შეწყვიტა.

არსებული ინფორმაციით, აეროპორტი ახლა ჩვეულ რეჟიმში მუშაობს.


close დახურვა