logo
ENG



მედინსკი: უკრაინის ნეიტრალურ სტატუსზე კიევისა და მოსკოვის პოზიციები მაქსიმალურად დაახლოვდა

18 მარ 202220:20
3 წუთის საკითხავი
 
2022/03/18/67qbovzmy4itq1o.jpg
Sergei Kholodilin / BelTA

უკრაინასთან მოლაპარაკებებში რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელი ვლადიმერ მედინსკი აცხადებს, რომ მოლაპარაკებებისას უკრაინის ნეიტრალურ სტატუსსა და NATO-ში არ შესვლაზე რუსეთისა და უკრაინის პოზიციები მაქსიმალურად დაახლოვდა. 

განახლება: უკრაინული მხარე აცხადებს, რომ რუსული მხარის მიერ გავრცელებული ინფორმაცია მხოლოდ მათივე მოთხოვნებს ასახავს.

„ნეიტრალური სტატუსის საკითხი და NATO-ში უკრაინის არ შესვლა არის მოლაპარაკებების ერთ-ერთი მთავარი საკითხი, ეს ის თემებია, რომლებზეც მხარეებმა მაქსიმალურად დააახლოვეს პოზიციები", - განაცხადა მედინსკიმ.

მედინსკიმ ასევე აღნიშნა, რომ არსებობს ნიუანსები უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებით.

„ნიუანსებია იმაზე, თუ რა უსაფრთხოების გარანტიებს მიიღებს უკვე არსებულ გარანტიებთან ერთად იმ შემთხვევაში, თუ უარს იტყვის NATO-ს ბლოკში გაერთიანებაზე", - აღნიშნა მედინსკიმ.

უკრაინაში შეჭრის შემდეგ რუსეთის ფედერაციასა და უკრაინას შორის მოლაპარაკებების 3 რაუნდი ბელარუსში გაიმართა. ახლა კი მოლაპარაკებები ყოველდღიურად ონლაინ რეჟიმში იმართება.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ უკრაინასთან მოლაპარაკებებში რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა, ვლადიმერ მედინსკიმ განაცხადა, რომ კიევმა ავსტრიული ან შვედური ნეიტრალიტეტის მეთოდით დემილიტარიზაციის წინადადება დააყენა.

უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა კი განაცხადა, რომ უკრაინა ითხოვს ნეიტრალიტეტის სპეციალურ, უკრაინულ მოდელს, რასაც სამართლებრივი ძალა ექნება და უკრაინას უსაფრთხოების გარანტიებს მისცემს.

 

 


close დახურვა