logo
ENG



მედპერსონალის მდგომარეობა არის სტაბილური, გართულებების გარეშე - რატიანი

04 მაი 202014:33
3 წუთის საკითხავი
 

პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მყოფი კორონავირუსით ინფიცირებული მედპერსონალის მდგომარეობა სტაბილურია. ამის შესახებ კლინიკის ხელმძღვანელმა ლევან რატიანმა განაცხადა.

აღსანიშნავია, რომ რატიანს ინფიცირებული მედპესრონალის რაოდენობა და კლასტერი არ დაუკონკრეტებია. მისი თქმით, ხსენებული საკითხები პაციენტის კონფიდენციალურ ინფორმაციას წარმოადგენს.

„ამ ეტაპზე, მედპერსონალის მდგომარეობა არის სტაბილური, გართულებების გარეშეა. თქვენ კარგად იცით, რომ რაოდენობა, კლასტერი, წარმომავლობა, ეს არის კონფიდენციალური. მეც რომ გავხდე დაავადებული, მეც პაციენტთა სიაში ვითვლები. ისინი არიან პაციენტთა ჯგუფი, გითხარით უკვე, რომ სულ 68 პაციენტი გვყავს. შეგიძლიათ, მიმართოთ, ჩემზე ზემდგომ უწყებას და ნებისმიერ პასუხს ობიექტურად გაგცემენ“, – განაცხადა რატიანმა.

შეგახსენებთ, რომ "ფორმულას" ინფორმაციით, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში კიდევ ერთი ექთანი დაინფიცირდა. 


close დახურვა