logo
ENG



მეექვსე სართულიდან გადმოვარდნილი 3 წლის ბავშვის მდგომარეობა კვლავ მძიმეა

05 ივლ 202014:07
3 წუთის საკითხავი
 

ისევ კრიტიკულია 3 წლის ბავშვის მდგომარეობა, რომელიც დიდ დიღომში საცხოვრებელი კორპუსის მე-6 სართულიდან გადმოვარდა. ბავშვს ხელები  მოტეხილი აქვს და მედიკოსები კიდევ ერთ ოპერაციას გეგმავენ. ნეიროქირურგიული ოპერაცია კი, რომელიც მას გუშინ ჩაუტარდა, წარმატებული აღმოჩნდა. ბავშვი ამ დრომდე მართვით სუნთქვაზე იმყოფება და ზოგადი მდგომარეობა მძიმეა.

„ამ ეტაპზე პაციენტის მდგომარეობა რჩება მძიმე, 4-ში გამთენიისას ჩაუტარდა ნეიროქირურგიული ოპერაცია, რომელმაც ჩაიარა წარმატებით. ახლა იგეგმება ტრავმატოლოგიური ოპერაცია ორივე ზედა კიდურის მრავლობითი მოტეხილობის გამო. პაციენტი იმყოფება მართვით სუნთქვაზე“, - აცხადებს ციციშვილის ბავშვთა კლინიკის ექიმი.

3 წლის ბავშვი 3 ივნისს, დიდ დიღომში, პეტრე იბერის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი კორპუსის მეექვსე სართულიდან გადმოვარდა.

ბავშვი სახლში ძიძასთან ერთად იმყოფებოდა. შსს-ს ინფორმაციით, საქმეზე  გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გულისხმობს.


close დახურვა