საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის შესახებ 6-წლიან პროგრამას ევროკავშირი და გაერო აჯამებს.
ანგარიში, საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის შესახებ, საკანონმდებლო, მოსამართლეთა და პროკურორთა დამოუკიდებლობის, მედიის მრავალფეროვნებისა და დისკრიმინაციასთან ბრძოლის მიმართულებით რეკომენდაციებს მოიცავს.
მოხსენებას ესწრება მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ნათია მეზვრიშვილი. ის პირდაპირ ამბობს, რომ არის გამოწვევები და ამ გამოწვევებს იღებენ. მისივე განცხადებით, იგეგმება ადამიანის უფლებათა საბჭოს განახლება, რომელსაც თავად პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია უხელმძღვანელებს.
„რა თქმა უნდა არის გამოწვევები და შენიშვნები ამ ანგარიშში, თუმცა, ჩვენ ამ შენიშვნებს არ გავურბივართ, პირიქით, ასეთი კრიტიკული მოსაზრებები გვეხმარება იმაში, რომ კიდევ უფრო მეტი ნაბიჯი გადავდგათ პროგრესისკენ ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით,“ - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.