logo
ENG



მელაშვილის ცოლი ელისაშვილზე: წესიერი ადამიანი მეგონა და კარგად ჩაიხედოს თავის სულში

09 დეკ 202020:42
3 წუთის საკითხავი
 

ივერი მელაშვილის ცოლი, თამარ სულაძე ეხმაურება პარტია მოქალაქეების, ალეკო ელისაშვილის პოზიციის ცვლილებას პარლამენტში შესვლაზე და გაკვირვებას გამოხატავს. ამის შესახებ მან ფორმულასთან ისაუბრა:

"რატომ გვიღალადა და რატომ შევიდა ისე, რომ ამ პუნქტის [პოლიტპატიმრების გათავისუფლების] შესრულებაზე მთავრობა არ დაეთანხმა. ეს ძალიან გამიკვირდა მისგან. წესიერი ადამიანი მეგონა და კარგად ჩაიხედოს თავის სულში". 

დღეს მოქალაქეების ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა, რომ საარჩევნო სისტემის რეფორმირების შემოთავაზების სანაცვლოდ პარლამენტში შესვლას გეგმავს. მან ასევე ევროპულ საქართველოსა და ნაციონალურ მოძრაობას პროცესის საბოტაჟში დასდო ბრალი. 

მოლაპარაკებების მე-4 რაუნდის შემდეგ მოქალაქეების გარდა ყველა ოპოზიციურმა პარტიამ განაცხადა, რომ საერთო შეთანხმების არარსებობის პირობებში, მეათე მოწვევის პარლამენტს კვლავ ბოიკოტს გამოუცხადებდნენ. მათ მოთხოვნებს შორის არის პოლიტპატიმრების გათავისუფლება. 

მათი თქმით, ხვალ, 10 დეკემბერს მოლაპარაკებების მე-5 რაუნდისთვის დაიწყება მზადება. 

საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის შეკრებამდე 2 დღე რჩება. პრეზიდენტის გადაწყვეტილებით პარლამენტი 11 დეკემბერს, 12:00 სთ-ზე შეიკრიბება.

პარტია მოქალაქეების მხრიდან ხელისუფლებასთან დამოუკიდებელი შეთანხმების გაფორმების და მათი პარლამენტში შესვლის შემთხვევეაში, საქართველოს მეათე მოწვევის პარლამენტი ერთპარტიული აღარ იქნება. 


close დახურვა