ნაციონალური მოძრაობის წევრი, ნიკა მელია მიხეილ სააკაშვილის განცხადებების შემდეგ, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ სხვამ თქვა და "გააკეთე" არ არის გზა, რომლითაც დადის. ის თანაპარტიელებს მოუწოდებს, სანამ სხვის თვალში "ბეწვს" დაინახავენ, საკუთარ თავს შეხედონ გვერდიდან.
"მიშამ ხომ გითხრათ წადითო და წადით რააა!" ამ ხალხის საყურადღებოდ: თქვა და გააკეთე არ არის გზა, რომლითაც მე დავდივარ, მითუმეტეს არ მივიღებ ამ მოწოდებას მათგან, ვინც უცნაური ტრაექტორიით იმოძრავა, ხელი მოეცარა და დაბრუნდა.
მიშამ ისიც თქვა: ვაშაძეს მოშივდაო, ამიტომ წავიდა და ბიძინას საქმე აკეთაო...ბნელ მხარეს გადავიდაო. რა აკეთა და რა როლი შეასრულა კონკრეტულ პროცესებში, ბევრს გვახსოვს...
ახლა კი გაუგებარია იმ ხალხის მოწოდება, რომელიც, მიშას თქმით, მოშივებულ გადამხტარ, გამძღარ და მობრუნებულ შტაბის უფროსთან ერთად, დადის და ამ ხალხს პარტიას, მათ სამართლიან კრიტიკას კი ლანძღვას ეძახის...სანამ ვინმეს რამეს მოუწოდებთ, სანამ სხვის თვალში ბეწვს დაინახავთ, საკუთარ თავს შეხედეთ გვერდიდან, ამომრჩევლის ან პარტიის რიგითი წევრის თვალით", - დაწერა მელიამ.
გუშინ ექსპრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ ერთიანობის მომხრეა მაგრამ, თუ პარტიის შიგნით უნდათ პარტიის ლანძღვა, ჯობია, გავიდნენ და რაღაც საკუთარი გააკეთონ.