logo
ENG


სააკაშვილი: თუ შიგნიდან გინდათ პარტიის ლანძღვა, ჯობია, გახვიდეთ და რაღაც თქვენი გააკეთოთ
  • 892ნახვები

მინდა, გითხრათ შემდეგი რამ, მე ვარ ერთიანობის მომხრე ყოველთვის ყველაფერში... მაგრამ, მინდა, შემდეგი რაღაც ვთქვა, თუ პარტიის შიგნით გინდათ პარტიის ლანძღვა, ჯობია, გახვიდეთ და რაღაცა თქვენი გააკეთოთ. ეს ჯობია, ვიდრე დაასუსტოთ შიგნიდან პარტია. მეტი შანსია, რომ ისევ ერთად შეიკრიბოთ და მაინც ერთობლივად მოგვიხდება ყველაფრის გაკეთება, ჩვენ არ გვჭირდება ახლა შიგნიდან რყევა. გარეთ, კი ბატონო, გადით, შექმენით რაღაცა ახალი, ღმერთმა ხელი მოგიმართოთ. 

უბრალოდ, ეს კბენები და რაღაცები უნდა დასრულდეს, ყველამ თავისი გზა იპოვეთ. რას ვიყოფთ, მოუკლავი დათვის ტყავს, ჯერ ეს დათვი ძლიერია, ამიტომ, ყველამ სხვადასხვა მხრიდან მოუაროს ამ დათვს.  

 

 

ამის შესახებ ექსპრეზიდენტმა სასამართლო სხდომაზე ისაუბრა, რომელსაც დისტანციურად ჩაერთო.



ასევე ნახეთ
close დახურვა