logo
ENG



მელია: კალაძემ უარი თქვა დებატებზე, არადა საგნობრივი დებატები საინტერესო იქნებოდა

19 ოქტ 202123:15
3 წუთის საკითხავი
 
მელია: კალაძემ უარი თქვა დებატებზე, არადა საგნობრივი დებატები საინტერესო იქნებოდა

თბილისის მერობის კანდიდატი, ნიკა მელია სამწუხაროდ უწოდებს იმ ფაქტს, რომ მოქმედმა მერმა, კახა კალაძემ დებატზე უარი უთხრა. გარდა ამისა, მელია აღნიშნავს, რომ ოპონენტის ოჯახისთვის შეურაცხყოფა არასდროს მიუყენებია. 

"ერთ-ერთ მიზეზად ჩემი მხრიდან მისი ოჯახის შეურაცხყოფა დაასახელა არასდროს არ მიმიყენებია მისთვის ან მისი ოჯახის წევრებისთვის პერსონალური შეურაცხყოფა - ამას ჩემ თავს არ ვაკადრებ პირველ რიგში! რაც შეეხება მის მიერ, მერიაში კორუფციის ყოველდღიურობად ქცევას, მილიონების ჩაჯიბვას ატკატებად, მილიონების ხარჯვას მმართველ პარტიაზე, ძალადობრივი ჯგუფების დაფინანსებას და კრიმინალთან გარიგებას - ეს პერსონალური საკითხები არაა. ეს თბილისის პრობლემებია, რომელიც დასრულდება, მისი დამარცხებისთანავე. ვიცი, რომ პასუხები არა აქვს, არც პოზიტიური დღის წესრიგი გააჩნია - დაპირისპირების და სამოქალაქო კონფლიქტის რიტორიკას იყენებს პარტიის ბოსების მითითებით. არადა თბილისელებისთვისაც და ჩვენი საერთაშორისო მეგობრებისთვისაც საინტერესო იქნებოდა საგნობრივი დებატები. რას იზამ - მტრობის სპირალში შესულ კორუმპირებულ ჩინოვნიკებს ვერ გადავარწმუნებთ - ისინი უნდა დავამარცხოთ!", - წერს მელია.

ნიკა მელიამ მოქმედ მერს და ქართული ოცნების კანდიდატს, კახა კალაძეს მეორე ტურამდე დებატები დღეს შესთავაზა. როგორც თქვა, მზადა არის დებატებისთვის ნებისმიერ ეთერში და ნებისმიერ დროს.

კახა კალაძე ამბობს, რომ მელიასთან დებატებზე განსახილველი არაფერი აქვს. 

"მაშინ, როცა მელია დებატებიდან გარბის. მაშინ, როცა სტუდიაში ხულიგნობს და ილანძღება. მაშინ, როცა წინასაარჩევნო კამპანიისას ჩემი ოჯახის შეურაცხყოფით იყვნენ დაკავებულები. მაშინ, როცა არანაირი ხედვა თბილისთან დაკავშირებით და საარჩევნო პროგრამა არ წარმოუდგენიათ, არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე გაახსენდათ დებატები? რამდენიმე დღის წინ ორი დაპირება გააჟღერეს და ორივე დიდი ტყუილი. აი, ეს არის ჩემი პასუხი", - თქვა კალაძემ. 


close დახურვა