logo
ENG



მელია: კობახიძე აშანტაჟებს დასავლელ მეგობრებს, რომ კრიტიკით დაკარგავენ საზოგადოების ნდობას

04 იან 202216:03
3 წუთის საკითხავი
 
მელია: კობახიძე აშანტაჟებს დასავლელ მეგობრებს, რომ კრიტიკით დაკარგავენ საზოგადოების ნდობას
ფოტო: ვახო ქარელი/ფორმულა

ნაციონალური მოძრაობის, თავმჯდომარე ნიკა მელია აცხადებს, რომ ირაკლი კობახიძე დასავლელ პარტნიორებს აშანტაჟებს. მელიას თქმით, ქართული ოცნების მმართველობა სულ უფრო ყალიბდება "რუსული ტიპის ავტოკრატიად", სადაც მეგობრების წუხილს "შიდა საქმეებში ჩარევად", ზეწოლად და "სუვერენიტეტის შელახვად" აფასებენ.

"თურმე დემოკრატიული სამყაროს წუხილი იმის გამო, რომ საქართველო, მისი დემოკრატიული ინსტიტუტები, ნდობა არჩევნების მიმართ, სასამართლო განვითარების ნაცვლად დღითიდღე სუსტდება - არის ადამიანური შეცდომების და არასწორი ინფორმაციის შედეგი. კობახიძე პირდაპირ აშანტაჟებს ჩვენ დასავლელ მეგობრებს, რომ ისინი ამ კრიტიკით დაკარგავენ ჩვენი საზოგადოების ნდობას - პირდაპირ აშანტაჟებს, რომ საქართველოში დემოკრატიის მხარდაჭერა თუ გაგრძელდა, პროდასავლური კურსი გადაიხედება! სინამდვილეში საქართველო უფრო წინ წავა და მყარი არჩეული პროდასავლური კურსი მეტად გაძლიერდება, რაც მეტი იქნება სამარცხვინო რეჟიმის ნაბიჯების ღია კრიტიკა და დადგა დრო გადაიდგას კონკრეტული ნაბიჯებიც", - წერს მელია სოციალურ ქსელში.

ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ აშშ-ს საელჩოს კრიტიკული განცხადება არასამართლიანია და უზუსტობებს შეიცავს. საუბარია განცხადებაზე, რომლის მიხედვითაც, მმართველმა პარტიამ ძირი გამოუთხარა მთავრობის ანგარიშვალდებულებას, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებით.

ბრიფინგზე, სადაც კრიტიკული მედიის წარმომადგენლები არ მიიწვიეს, კობახიძემ თქვა, რომ მსგავსი ტიპის განცხადებები არღვევს საზოგადოების ნდობას დასავლეთის მიმართ.


close დახურვა