logo
ENG



მელია: სუს-ის 30 სპეცწარმომადგენელი მივლენილია ზუგდიდში, რომ მოახდინონ დაკავებები

23 ოქტ 202102:29
3 წუთის საკითხავი
 
2021/10/23/55bj1e2hgom164z.jpg

ენმ-ს ლიდერი ნიკა მელია ამბობს, რომ მისი ინფორმაციით, სუს-ის 30 სპეცწარმომადგენელი თბილისიდან მივლენილია ზუგდიდში, რათა გამთენიისას ან ხვალ მოახდინონ დაკავებები.

ნიკა მელიას თქმით, ოცნებას სურს ფონი შექმნას, რომ ოპოზიცია მზაკვრული გეგმითაა დაკავებული. მელია ამბობს, რომ ხელისუფლება უნდა შეეგუოს, რომ არჩევნებს აგებს.

"ჩვენი ინფორმაციით სუს–ის 30 სპეცწარმომადგენელი არის ახლა თბილისიდან მივლენილი ზუგდიდში, რომლებიც ნიადაგს ამზადებენ, რომ მოახდინონ გამთენიისას ან ხვალ დღის განმავლობაში დაკავებები, ყოფილი მათ შორის პოლიციელების, რომლებიც უბრალოდ არიან ენმ-ს საარჩევნო შტაბში და ისინი არიან ხელისშემშლელი ფაქტორი ამ ადამიანებისთვის. ერთი ადამიანი ლექსო რაფავა დააკავეს, უბრალოდ, ვითომც არაფერი, ჩაუდეს ხელყუმბარა. რუსლან შამახია ვერ დააკავეს და სპეცოპერაცია ჩაუვარდათ. ბატონი ღარიბაშვილის ჩასვლამდე უნდოდათ რუსლან შამახიას დაკავება და სხვა რამდენიმე პირის დაკავება და ბატონ ღარიბაშვილს უნდა გაეკეთებინა დღეს სამეგრელოდან განცხადება, რომ თითქოს იქ რაღაცა სამალავი აღმოაჩინეს იარაღის, მაგრამ ჩაუვარდათ ეს ოპერაცია.

დაგეგმილია დაკავებები ზუგდიდში, მათი გეგმის მიხედვით, პოლიტიკური გეგმის არა, პოლიტიკური გეგმა როგორც ასეთი არ არსებობს, პარალელურად უნდათ, არ ვიცი ვისი და როგორ, მაგრამ თბილისში განხორციელდეს დაკავებები, უნდათ რაღაც ფონი შექმნან, რომ თითქოს რაღაც მზაკვრული გეგმით ვართ ჩვენ ოპოზიციაში დაკავებულები, მაგრამ ეს ყველაფერი არის მათი გედის სიმღერა, შეეგუოს უნდა ბატონი ღარიბაშვილი, რომ აგებენ უბრალოდ ამ არჩევნებს, აგებენ და მორჩა. არაფერი საშიში აქ არ არის, ისინი ამ არჩევნებს წააგებენ, ხვალ და ზეგ დარჩებიან პოლიტიკურ პროცესში და როდესღაც მოიგებენ ამ არჩევნებს, მერე კვლავ წააგებენ, უნდა შეეგუონ, რომ დემოკრატია ასე მუშაობს და ავტორიტეტულ რეჟიმად ესენი სრულად ვერ ჩამოყალიბდებიან,.

დავინახეთ მათი სურვილი იყო, რომ მეორე ტურებში მონაწილეობა არ მიგვეღო, მივიღეთ ამ მეორე ტურებში მონაწილეობა და ვართ ფავორიტები. იმიტომ რომ მეტი რესურსი გვაქვს ჩვენ ერთობის და წინააღმდეგობის გაწევის და ვერ გვიმკლავდებიან და იძულებული არიან გააკეთონ ის რასაც აკეთებენ, მაგრამ ჩვენი სიმშვიდეც აგიჟებთ ამათ, მათ უნდათ, რომ ჩვენი მშვიდი კამპანიიდან ამოგვაგდონ.

ისინი კიდევ უფრო დიდი სხვაობით დამარცხდებიან, დააკავებენ, 5, 6, 7, 20 თუ 30 ადამიანს, კიდევ უფრო დიდი სხვაობით წააგებენ, თბილისსაც წააგებენ " , - ამბობს ნიკა მელია.

სამეგრელოში ყოფილი ძალოვნების წინააღმდეგ სპეცოპერაციების სერია 21 ოქტომბერს, ღამით დაიწყო. ამ დროისთვის დაკავებულია ყოფილი ძალოვანი, ლექსო რაფავა, ასევე გაჩხრიკეს კიდევ ერთი ძალოვანის, რუსლან შამახიას სახლიც, საიდანაც სანადირო თოფები წაიღეს. 

ნაციონალური მოძრაობის წევრის თენგიზ გუნავას ინფორმაციით, ხობში პოლიციის ყოფილ უფროსს, ლექსო რაფავას სახლში იარაღი და ხელყუმბარა დაუდეს. რაფავასთან სახლში კრიმინალური პოლიციისა და იმერეთის სამხარეოს თანამშრომლები იყვნენ. გუნავა მომხდარს ქართული ოცნებისთვის არჩევნების გაყალებებაში ხელის შეშლას უკავშირებს.

სპეცოპერაციის დაწყების შემდეგ, მიყოლებით, თანამდებობა დატოვეს შსს-ს თანამშრომლებმა  რევაზ ლაზიშვილმა და ჭაბუკა რაფავამ.


close დახურვა