logo
ENG



მელია - ბედოვლათი მკოიანის მარჯვენა ხელი მწვადით ებრძვის კორონავირუსს

08 აპრ 202020:58
3 წუთის საკითხავი
 
6amvomc650cin29.jpg

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ნიკა მელია სოციალურ ქსელში აქვეყნებს ფოტოს და აცხადებს, რომ აქ ახალციხის საკრებულოს თავმჯდომარე რამდენიმე ადამიანთან ერთდ მწვადებს მიირთმევს.

„აჯარიმებენ ყველას - ცოლ-ქმარს გვერდი-გვერდ ჯდომისთვის, მომხმარებელს სუპერმარკეტის რიგში დისტანციის დარღვევისთვის, ახალგაზრდებს - თუ სამზე მეტმა მოიყარა თავი და ა.შ.

შექმნილ ვითარებაში სიმკაცრე აუცილებელია, მაგრამ ყველა უნდა ისჯებოდეს, ვინც კანონს არღვევს. მაგალითად ეს ბედოვლათი - ახალქალაქის საკრებულოს თავმჯდომარე, ქართული ოცნების ადგილობრივი ვარსკვლავი, ენზელ მკოიანის მარჯვენა ხელი, რომელმაც თავმჯდომარეობა ასე გაიგო - ხალხის, კანონის თავზე ჯდომად.

დგას და თანაგუნდელებთან ერთად მწავდით "ებრძვის" კორონავირუსს“, - წერს მელია.

შეგახსენებთ, რომ საგანგებო სიტუაციის პირობებში სამზე მეტი ადამიანის შეკრება ისჯება 3 000 ლარით. 


close დახურვა