logo
ENG



მელია შსს-ს განცხადებაზე: თუ ვინმე კანონს არღვევს, ეს რეჟიმია

15 ნოე 202113:36
3 წუთის საკითხავი
 
მელია შსს-ს განცხადებაზე: თუ ვინმე კანონს არღვევს, ეს რეჟიმია
ვახო ქარელი/ფორმულა

ენმ-ს ლიდერი ნიკა მელია შსს-ს განცხადებას, რომ ენმ-ს აქციაზე საჭიროების შემთხვევაში პროპორციულ ძალებს გამოიყენებენ ეხმაურება და ამბობს, რომ თუ ვინმე კანონს არღვევს ეს რეჟიმია.

ნიკა მელიას თქმით, შსს-ს განცხადებაში განგებ განმარტებული კანონმდებლობის ნორმები მიმართულია დაანონსებული აქციის ხელშესაშლელად.

"გუშინ გავაკეთე საჯარო განცხადება, რომლის თანახმადაც 2021 წლის 15 ნოემბერს გაიმართებოდა მსვლელობა საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანის მოთხოვნით

შინაგან საქმეთა სამინისტრომ წინასწარ განაცხადა, რომ მსვლელობის მონაწილეები არღვევენ საქართველოს კანონს და კონსტიტუციას.

განცხადებაში განგებ არასწორად აქვთ განმარტებული საქართველოს კანონმდებლობის ნორმები, რაც მიმართულია დაანონსებული აქციის ხელშესაშლელად.

საქართველოს კონსტიტუციიის 21-ე მუხლის პირველი პუქნტით დაცულია შეკრების თავისუფლება.

ყველას აქვს მშვიდობიანი შეკრებისა და მანიფესტაციის თავისუფლება. შესაბამისად, სახელმწიფოს ეკისრება ვალდებულება არა მხოლოდ დაიცვას მშვიდობიანი შეკრება, არამედ განახორციელოს სათანადო ღონისძიებები, პირთა მიერ ხსენებული უფლების ეფექტიანი რეალიზების უზრუნველსაყოფად.

საჯარო განცხადებით წინასწარ იქნა გაფრთხილებული ყველა შესაბამისი ორგანო, რომ ზემო ხსნებული მშვიდობიანი მსვლელობა გაიმართებოდა შეზღუდული დროის მონაკვეთში 15:00 საათიდან 17:00 საათამდე.

წინასწარი გაფრთხილების მექანიზმის არსებობის მიზანია სახელმწიფო ორგანოებისათვის შესაძლებობის მიცემა, მიიღოს სათანადო ზომები, რათა უზრუნველყოს შეკრებისა ან/და მანიფესტაციის უფლების განხორციელება.

მოვუწოდებთ შინაგან საქმეთა სამინისტროს და შესაბამის სტრუქტურებს უზრუნველყონ შეკრების მშვიდობიანად ჩატარება და კანონით მათზე დაკისრებული ვალდებულებების შესრულება.

კერძოდ, შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ საქართველოს კანონის მე-11 პრიმა მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, „შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეთა რაოდენობიდან გამომდინარე, ტრანსპორტის სავალი ნაწილის გადაკეტვის აუცილებლობის შემთხვევაში, შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო ვალდებულია უზრუნველყოს მათი უსაფრთხოება და ტრანსპორტის სავალი ალტერნატიული მარშრუტის განსაზღვრა.“

თუკი ვინმე კანონს და კონსტიტუციას არღვევს ეს რეჟიმია! სწორედ ამიტომ უნდა ვარყიოთ ეს უკანონო რეჟიმი, სანამ არ ჩამოინგრევა!" - წერს ნიკა მელია

 

ნაციონალური მოძრაობის თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება მშვიდობიანი დემონსტრანტების დაკავებების დაანონსებაა.

შინაგან საქმეთა სამინისტრო დღეს დაგეგმილი ენმ-ს აქციის შესახებ, რომლის შედეგად მტკვრის ორივე სანაპიროს გადაკეტვა იგეგმება, წერს, რომ საჭიროების შემთხვევაში შსს პროპორციულ ძალებს და სპეციალურ საშუალებებს გამოიყენებს.

ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ნიკა მელიას ინფორმაციით, დღეს, 15 ნოემბერს, 14:00 საათზე ავლაბრის მეტროსთან შეიკრიბებიან.

მელიას თქმით, ავლაბრიდან მსვლელობას დაიწყებენ და მარჯვენა და მარცხენა სანაპიროს გადაკეტავენ.


close დახურვა