logo
ENG



მელიტოპოლის გატაცებული მერი ცოცხალია, თუმცა ოკუპანტები აწამებენ - ზელენსკი

12 მარ 202220:02
3 წუთის საკითხავი
 
2022/03/12/gr6h80y2so4aad1.png

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, მელიტოპოლის გატაცებული მერი ცოცხალია, თუმცა რუსი ოკუპანტები მას აწამებენ.

როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, მას აწამებენ, რათა აიძულონ გადაიღოს ვიდეო, სადაც მხარს უწერს რუსეთის საოკუპაციო ძალებს.

"ჩვენ ვიცით, რომ ის ცოცხალია. დღეს 2 ათასი ადამიანი გამოვიდა მელიტოპოლის ქუჩებში, რომელიც დროებით ოკუპირებულია. ოკუპანტები მერს აწამებენ, უნდათ ათქმევინონ, რომ რუსული ჯარის დანახვით კმაყოფილია. მათ ვიდეოს გადაღება სურთ. ასეთი ფილმი უკვე ნანახი გვაქვს, ეს ტერორისტული აქტია...", - განაცხადა ზელენსკიმ საერთაშორისო მედიებთან გამართულ პრესკონფერენციაზე.

11 მარტს უკრაინის პრეზიდენტის ადმინიტრაციამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მელიტოპოლის მერი რუსებმა გაიტაცეს. დღეს ქალაქის მოსახლეობამ მერის გატაცება გააპროტესტა და მისი დაბრუნება მოითხოვა

 


close დახურვა