logo
ENG



მენეჯმენტი რუსეთუმეები არიან-რუსულმა დასმა ქუთასისი თეატრში სპექტაკლი გამართა

21 ოქტ 201908:22
3 წუთის საკითხავი
 
f4warpcfpe17mo2.png

 

პროტესტის მიუხედავად, ქუთაისში რუსეთის თეატრმა სპექტაკლები მაინც გამართა. გუშინ საღამოს ქუთაისის მესხიშვილის თეატრის სცენა მოსკოვის დასის მეორე დადგმასაც დაეთმო. სპექტაკლის დაწყებამდე სამოქალაქო მოძრაობა „რუსეთი ოკუპანტიას" წარმომადგენლები თეატრთან ტრანსფარანტებით და ბუკლეტებით მივიდნენ. ამ ფორმით მათ რუსების გასტროლი გააპროტესტეს. მოძრაობის წევრების თქმით, სპექტაკლი დიდ დარბაზში იყო დაგეგმილი, თუმცა იმდენად ცოტა მაყურებელი მივიდა, რომ მას მცირე დარბაზი დაუთმეს. მოძრაობის დამფუძნებლის თქმით ეს არ იყო პირველი შემთხვევა თატრის მენეჯმენტის მხრიდან.

„იმ ქვეყნის წარმომადგენლები, რომლებსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს 20% მართავენ სპექტაკლს არ მოდის ერთმანეთთან შეთავსებაში და ეს არის ყოვლად უმსგავსო საქციელი. მენეჯმენტი რუსეთუმეები არიან რადგან არ არის ეს პირველი შემთხვევა"-განაცხადა ნიკოლოზ დეისაძემ.

 

 

 

მესხიშვილის თეატრის ხელმძღვანელობა კი „ნიკიტკის კარიბჭის" საქართველოში ჩამოსვლაში პრობლემას ვერ ხედავს. სამხატვრო ხელმძღვანელის თქმით, დადგმის რეჟისორმა 2008 წელს ომის შემდეგ საქართველოს მხარი პირველმა დაუჭირა.

„მას უამრავი პრობლემა შეექმნა ამ გასტროლის ორგანიზებისას, მაგრამ მან გადალახა ყველა ეს პრობლემა და მისი ცამოსვლით კიდევ ერთხელ დაადასტურა მისი დამოკიდებულება საქართველოს მიმართ,“-განაცხადა ქუთაისის ლადო მესხიშვილის სამხატვრო ხელმძღვანელმა, კოტე აბაშიძემ

  

 

 


close დახურვა