ამ დრომდე უცნობია აფრიკაში, გაბონის ტერიტორიულ წყლებში გატაცებული საქართველოს მოქალაქეების ბედი, ღუზაზე მდგომი გემიდან უცნობმა პირებმა სამი მეზღვაური ღამის საათებში გაიტაცეს, რომელთანაც ორი ქართველია. მეზღვაურთა გატაცებაზე ინფორმირებულები არიან მათი ოჯახის წევრები, თუმცა, დეტალები უცნობია მათთვისაც. ერთ-ერთი გატაცებულის მამის თქმით, მისი შვილი გემზე დაახლოებით 10 დღის წინ ავიდა და ბოლოს მას სწორედ მაშინ ესაუბრა.