logo
ENG



მერაბიშვილი: ეზუგბაიას წამოცდენამ ცხადი გახადა, რომ ოცნება ინფიცირებულთა რაოდენობას მალავს

25 აპრ 202018:08
3 წუთის საკითხავი
 
fc1akmxdgy3hu6c.jpg

ყოფილი პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებას ეხმაურება, რომელიც აგრესიულ ტესტებს შეეხება. 

მერაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ ეზუგბაიას აღნიშნული განცხადება ბადებს ეჭვებს, რომ მმართველი გუნდი კორონავირუსით ინფიცირებულთა ზუსტ რაოდენობას მალავს. 

"მარინა ეზუგბაიას წამოცდენამ ცხადი გახადა, რომ ქართული ოცნება მალავს კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობას.

“არ იქნება ტესტირება, არ გვეყოლება ინფიცირებული” - უფრო სწორად, არ გვექნება ინფორმაცია მათ შესახებ - ეს არის ოცნების მთავრობის სტრატეგია. 

წლების მანძილზე, ანალოგიურად აყალბებდა ოცნება დანაშაულის რეალურ სტატისტიკას, ინფლაციის მაჩვენებლებს, უმუშევართა რაოდენობას და ა.შ.

მოსახლეობამ უნდა იცოდეს, რომ ერთ სულ მოსახლეზე ჩატარებული ტესტების რაოდენობით, საქართველო მნიშვნელოვნად ჩამორჩება არა მხოლოდ ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს, არამედ მეზობელ ქვეყნებსაც.

მაშინ, როცა ეკონომიკა გაჩერებულია და ხელისუფლება დაბალი რიცხვებით იწონებს თავს, აღმოჩნდა, რომ ეს მონაცემები ივანიშვილის მთავრობის მორიგ აფიორას ეფუძნება.

კატეგორიულად მოვითხოვთ მთავრობისგან, შეწყდეს სტატისტიკის გაყალბება, ჩატარდეს ფართომასშტაბიანი ტესტირება და მოსახლეობამ მიიღოს რეალური ინფორმაცია არსებული ვითარების შესახებ", - წერს ყოფილი მაღალჩინოსანი. 

შეგახსენებთ, რომ მარინა ეზუგბაიამ დღეს იმედი გამოთქვა, რომ შემდგომში აგრესიული კვლევები არ ჩატარდება და მაჩვენებელი შემცირდება.

 


close დახურვა