logo
ENG



მერაბიშვილის ადგილი პოლიტიკაში არაა - ირაკლი ოქრუაშვილი

18 მაი 202021:53
3 წუთის საკითხავი
 

ირაკლი ოქრუაშვილი აცხადებს, რომ ვანო მერაბიშვილის ადგილს ქართულ პოლიტიკაში ვერ ხედავს.

როგორც თავდაცვის ყოფილმა  მინისტრმა „პოლიტიკის ფორმულაში“ განმარტა, ის წინააღმდეგი იქნება ყოფილი პრემიერის მაჟორიტარ კანდიდატად წარდგენისა.

„მერაბიშვილის ადგილს პოლიტიკაში საერთოდ ვერ ვხედავ. მან შეიძლება მოიგოს ერთი მაჟორიტარული ოლქი და ამით დამთავრდება მისი პოლიტიკური მწვერვალზე ასვლა. მისი მაჟორიტარობის წინააღმდეგი ვიქნებოდი ერთმნიშვნელოვნად, თუ ეს ეხება საერთო ოპოზიციური ფორმატით მის დასახელებას", - განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა.


close დახურვა