logo
ENG



მერაბიშვილის ადვოკატი: იუსტიციის სამინისტრო სააპელაციო მართლსამჯულებასთან შეთანხმებულია

05 თებ 202014:33
3 წუთის საკითხავი
 

სააპელაციო სასამართლოში ვანო მერაბიშვილის ვადაზე ადრე გათავისუფლების საკითხზე იმსჯელეს. მეორე ინსტანციის სასამართლომ საქალაქოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა, რომლის მიხედვითაც მერაბიშვილს ეგრეთ წოდებული უდო უნდა შეეხოს.

მერაბიშვილის ადვოკატი ამბობს, რომ პროცესის თვეების დაგვიანებით დაინიშვნა ცინიკურია, რადგან მისი დაცვის ქვეშ მყოფი საპატიმროს 20 თებერვალს ტოვებს. ისინი პროცესს პროტესტის ნიშნად არ ესწრებოდნენ.

"მერაბიშვილი ორ კვირაში ისედაც თავისუფლდება პატიმრობიდან, ამიტომ ესაა კლასიკური მაგალითი როგორ შეთანხმებულად თამაშობს იუსტიციის სამინისტრო და სააპელაციო მართლსამჯულება. ადამიანი, რომელიც პოლიტიკურ პატიმრად ჰყავდათ ამდენი ხანი, ახლა ასეთი გამოგონილი ბრალდება ზღვარს მოკლებულია",-აღნიშნავს გივი ჩივიაშვილი.

შსს ანალიტიკური დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელის თქმით კი ნებისმიერ შემთხვევაში აღნიშნული სასამართლო პროცესი აზრს მოკლებულია. 

"ძაან სასაცილო პროცესია, რადგან კაცი ციხეშია, ეხება უდო და ახლა სასამართლო იხილავს უდო შეახონ თუ არა. არ აქვს მნიშვნელობა. ეს ის შემთხვევაა, როცა სამართლიანი ან უსამართლო განაჩენის შემთხვევაშიც შედეგი ერთი და იგივეა",-განმარტავს შოთა უტიაშვილი.

 


close დახურვა