logo
ENG



მერი: მარიუპოლში დაიწვა რუსების საწყობი, სადაც მოსახლეობისგან მოპარულ ნივთებს ინახავდნენ

03 ივლ 202216:33
3 წუთის საკითხავი
 
2022/07/03/rvtpq669143wpcx.jpg

მარიუპოლის მერის მრჩევლის პეტრ ანდრიუსჩენკოს განცხადებით, ქალაქში დაიწვა საწყობი, რომელშიც რუსი ოკუპანტები ხალხისგან მოპარულ ნივთებს ინახავდნენ.

"აღმოსავლეთ ლევობერეჟიეში ოკუპანტმა მაროდიორებმა მოაწყეს საწყობი მანქანების ტექნიკური დათვალიერების შენობაში. ისინი ინახავდნენ ნივთებს, რომელიც მშვიდობიან მოსახლეობას მოპარეს. მოგვიანებით საწყობში გაჩნდა ხანძარი და შენობა მოპარული ნივთებით დაიწვა. რაშისტები უცებ მოვიდნენ, რათა გადაერჩინათ "თავიანთი საკუთრება", თუმცა ვერ მოასწრეს", - თქვა მან.

ანდრიუსცენკომ ასევე დაადასტურა ინფორმაცია, რომ 30 ივნის მარუპოლის აკვატორიაში აფეთქდა  შავი ზღვი ფლოტის რუსული სადესანტო კატერი, რის შედეგადაც 3 მეზღვაური დაიღუპა.


close დახურვა