logo
ENG



მერია თემქის პარკზე: დაზიანდა წყლის მილი, წყალმა ზედაპირული მიწა ჩამოიტანა ბილიკზე

23 ოქტ 202411:16
3 წუთის საკითხავი
 
2024/10/23/ukonelrblmu2xkf.jpg

თბილისის მერია თემქის ახლად გახსნილ პარკთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ ზღვისუბნის პარკში, რომელაშვილის ქუჩის მიმდებარედ, ფერდზე დაზიანდა წყლის ცენტრალური მილი, რის გამოც წყალმა ზედაპირული მიწა ჩამოიტანა საფეხმავლო ბილიკზე.

"შემთხვევის შესახებ თბილისის მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებმა დაუყოვნებლივ აცნობეს კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს“ (GWP) და წყალი რამდენიმე წუთში გადაიკეტა. ამ ეტაპზე, მიმდინარეობს წყლის მილის შეკეთება და ტერიტორიის დასუფთავება"- ნათქვამია განცხადებაში.

20 ოქტომბერს თბილისის მერიის საზეიმოდ გახსნილი ზღვის უბნის პარკის გარკვეული მონაკვეთი გუშინ დაიტბორა. ვიდეო ფეისბუქზე გვერდმა "ჩემი ქალაქი მკლავს" გაავრცელა.

 


close დახურვა