logo
ENG



მერიამ განცხადება გამოაქვეყნა იმის უარსაყოფად, რომ ანძა ცისარტყელას ფერებშია

29 ნოე 202223:27
3 წუთის საკითხავი
 
2022/11/29/1w5lixrfyz7x1or.jpg

დედაქალაქის მერიამ Tbilisi Pride-ის მიერ გავრცელებული ფოტოს უარსაყოფად, რომელზეც ჩანს, რომ ანძა ცისარტყელას ფერებშია განათებული, განცხადება გაავრცელა.

მერიაში ამბობენ, რომ გავრცელებული ინფორმაცია სიცრუეა და ანძა ევროკავშირის პროექტის ლოგოს ფერებშია განათებული.

"გვინდა, გამოვეხმაუროთ სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" "თბილისი პრაიდის" მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს თბილისის ანძა დღეს ცისარტყელას ფერებში აინთო. აღნიშნული ინფორმაცია არის სრული სიცრუე და არ შეესაბამება სინამდვილეს.

როგორც მოგეხსენებათ, ევროკავშირის პროექტი - "მერების შეთანხმება - აღმოსავლეთ პარტნიორობა" 10 წლისთავს აღნიშნავს. სწორედ საიუბილეო ღონისძიებების ფარგლებში, თბილისის ანძა განათდა პროექტის ლოგოს ფერებში (ყვითელი, სალათისფერი, მწვანე, ცისფერი, ლურჯი)", - აცხადებენ მერიაში.

ცისარტყელას ფერებში განათებული ანძის ფოტო Facebook-ზე Tbilisi Pride-მა გაავრცელა. მოგვიანებით, Tbilisi Pride-მა დაწერა, რომ "ანძა პრაიდის ფერებში ანთებული, რა თქმა უნდა, არ არის, რადგან თბილისის მერი ჰომოფობია".

 


close დახურვა